Saturday, 22 March 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღე ძალიან სასიამოვნო იყო, დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა,გავაკეთეთ პრეზენტაციები, თითოეულის პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო... სამუშაო დღის ბოლოს კი ყველამ ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ ჩვენს ბლოგებზე.

Saturday, 15 March 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღე ძალიან დატვირთული იყო, შევქმენი მოსწავლის ბუკლეტის შაბლონი, რათა მოსწავლეებს გაუადვილდეთ ბუკლეტზე მუშაობა, ასევე ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.

Sunday, 9 March 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო რადგან შევიმუშავე მოსწავლის ბუკლეტის რუბრიკა და პროექტის შეფასების რუბრიკა, ასევე დავამატეთ სლაიდები..

Saturday, 8 March 2014

მეხუთე დღის რელექსია

დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო ისევე როგორც სხვა დღეები, გავეცანით საავტორო უფლებებს, ვიმუშავეთ ფოტოების შენახვასა და გამოყენებულ ლიტერეტურაზე, ასევე ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება.

Sunday, 2 March 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან შრომატევადი და ასევე საინტერესო იყო, გავაკეთეთ შეფასების გეგმები და სლაიდები...



პორთფოლიოს სლაიდი


Saturday, 1 March 2014

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე, სტანდარტებზე და ინდიკატორებზე, ასევე ზოგად, თემატურ და შინააარსობრივ კითხვებზე..


ჩემი ბუკლეტი

ზოგადი კითხვა
რა გავლენას ახდენს ჩვენი დღევანდელი არჩევანი ჩვენს მომავალზე?
თემატური კითხვები
რატომ გვჭირდება ინგლისური ენის სწავლა?
შინაარსობრივი კითხვები
რომელ პროფესიაშია ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისური ენის სწავლა?


Sunday, 23 February 2014

მეორე დღის რეფლექსია

   მეორე დღეც ძალიან საინტერესო იყო, თავდაპირველად გადავიმეორეთ წინა დღის განვლილი მასალა, ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ბუკლეტები და გავიხსენეთ ვორდში მუშაობაც..

Saturday, 22 February 2014

პირველი დღის რეფლექსია

 პირველი დგე ძალიან საინტერესო იყო რადგან გავეცანით ბევრ საინტერესო საკითხს, რომელიც დაგვეხმარება კარგად ორგანიზებული პროექტის დაგეგმვაში, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე სტანდარტების მიღწევას, მოსწანლეებს უკეთ დავეხმარებით თვითსშეფასების უნარების განვითარებაში. ასევე შევქმენით ფაილები და გეგმები.